გახარია – დებატებზე: „სამწუხაროდ, დრო არ მაქვს, თუმცა, დებატები შედგება“
07/10/2020 09:24:54 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, „ქართული ოცნების“ პარტიული საარჩევნო სიის პირველი ნომერი და პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია აცხადებს, რომ პარტიული დებატები საარჩევნო პროცესის ნაწილია, მაგრამ ხშირად ამისთვის დრო არ რჩება.
ამასთან, გახარია ამბობს, რომ დებატები იქნება და ეს პარტიის გადასაწყვეტია.
„პოლიტიკური დებატები, მათ შორის პარტიული, საარჩევნო პროცესის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. რა თქმა უნდა, ეს ასეა. ამასთან ერთად ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს დებატები უნდა იყოს საქმიანი, შინაარსობრივი და რაც მთავარია, სიმართლეზე დაფუძნებული –საუბარია პარტიულ დებატებზე. ხშირ შემთხვევაში, მე სამწუხაროდ, დრო არ მაქვს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს დებატები შედგება – ეს პარტიის გადასაწყვეტია. პარტიული დებატები იქნება. მე არასოდეს არ გვაქცეულვარ არანაირ შინაარსობრივ დისკუსიას“,– განაცხადა გახარიამ.
ცნობისთვის: გახარიას დებატები ოპონენტებმა არაერთგზის შესთავაზეს, თუმცა ამ დრომდე არ გამართულა.


