ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს
07/10/2020 14:12:40 პოლიტიკა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორად კობა კობალაძე დაინიშნა.
ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პრეს–სამსახურის ცნობით, შესაბამის ბრძანებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა .
ამასთან, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ყოფილი უფროსი ვლადიმერ იმნაძე საქმიანობას ამავე უწყებაში, სხვა პოზიციაზე გააგრძელებს.


