Accentnews.ge
სახელმწიფო მინისტრი ამბობს, რომ რუსეთის მიდგომა საქართველოს ძალისხმევას საფრთხის ქვეშ აყენებს

სახელმწიფო მინისტრი ამბობს, რომ რუსეთის მიდგომა საქართველოს ძალისხმევას საფრთხის ქვეშ აყენებს

07/10/2020 14:57:22 საგარეო პოლიტიკა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი რუსეთის მიერ ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ჩაშლას სამშვიდობო პროცესის საფრთხის ქვეშ დაყენებად აფასებს.

სახელმწიფო მინისტრი ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას:

“საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დღეს გვაქვს გამწვავებული უსაფრთხოების, ადამიანის უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობა, რომლის ფონზე განსაკუთრებით მიუღებელია რუსეთის ფედერაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რამაც გამოიწვია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ჩაშლა. მსგავსი მიდგომა საფრთხის ქვეშ აყენებს სამშვიდობო პროცესს, ისევე როგორც ჩვენს იმ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის, პანდემიით უფრო დამძიმებული გამოწვევების მოგვარებისკენ. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ჟენევის ფორმატში რუსეთ- საქართველოს მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში განახლდება.”

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S