Accentnews.ge
ნავთობკომპანია „ბრითიშ პეტროლიუმი“ აზერბაიჯანში ობიექტებისა და თანამშრომლების უსაფრთხოებას აძლიერებს

ნავთობკომპანია „ბრითიშ პეტროლიუმი“ აზერბაიჯანში ობიექტებისა და თანამშრომლების უსაფრთხოებას აძლიერებს

07/10/2020 15:04:00 კავკასია

ბრიტანული ნავთობკომპანია „ბრიტიშ პეტროლიუმი“ (BP) აზერბაიჯანში ობიექტებისა და თანამშრომლების უსაფრთხოებას აძლიერებს. ამის შესახებ "BP აზერბაიჯანის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"BP ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საომარი მოქმედებების (სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან) გაფართოების გამო, რომელიც მიმართულია აზერბაიჯანში დასახლებული პუნქტებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურისკენ. განსაკუთრებით შეგვაშფოთა ინფორმაციამ, რომლის თანახმად, აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა მოახდინეს სომხეთის სამხედრო ძალების სარაკეტო თავდასხმის განეიტრალება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და სამხრეთ კავკასიის მაგისტრალური მილსადენის სიახლოვეს. აზერბაიჯანში ყველა იმ ობიექტის უსაფრთხოებას, რომლის ოპერირებას"BP აზერბაიჯანის"ეწევა, ქვეყნის ხელისუფლება უზრუნველყოფს", – ნათქვამია "BP აზერბაიჯანის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მისივე ცნობით, კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს ყველა შესაბამის უწყებასთან, რათა მათი თანამშრომლების უსაფრთხობა სათანადოდ იყოს დაცული.

ცნობისთვის: აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის მტკიცებით, სომხეთმა 6 ოქტომბერს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის სტრატეგიულ ნავთობსადენზე სარაკეტო თავდასხმის განხორციელება სცადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S