
"საერთაშორისო საზოგადოებამ გადამწყვეტი ნაბიჯი უნდა გადადგას და მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა აღიაროს"
08/10/2020 06:18:43 კავკასია
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოებამ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა აღიაროს.
"კონფლიქტის ზონაში აზერბაიჯანის მხარდასაჭერად იბრძვიან ტერორისტული ჯგუფები, რომლებიც თურქეთის მიერაა დაქირავებული და გაგზავნილი. ამ მომენტში, როდესაც მე თქვენ გესაუბრებით, მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხები ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგანან, რადგან ყველა დასახლებულ პუნქტზე, მათ შორის დედაქალაქ სტეპანაკერტზე მუდმივად ხორციელდება სარაკეტო იერიშები. შექმნილ ვითარებაში საერთაშორისო საზოგადოებამ გადამწყვეტი ნაბიჯი უნდა გადადგას და მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა აღიაროს", – განუცხადა ფაშინიანმა "Euronews"–ის ჟურნალისტს.
"Euronews"-ს ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმაც, რომელმაც განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მთავარი მიზანი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა.
ცნობისთვის: ყარაბაღში შეტაკებები 27 სექტემბერის შემდეგ გრძელდება. მხარეები მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. ბაქო და ერევანი ერთმანეთს დასახლებული პუნქტებისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ.
მთიანი ყარაბაღის ტერიტორიული კუთვნილების შესახებ დავა საბჭოთა დროიდან იღებს სათავეს. ბაქო უმთავრესად სომხებით დასახლებულ ამ რეგიონს 1990-იანების დასაწყისიდან აღარ აკონტროლებს. მაშინ შეიარაღებული კონფლიქტისას სულ მცირე, 30 ათასი ადამიანი დაიღუპა, ასობით ათასი კი დევნილად იქცა. კონფლიქტის ამჟამინდელ აფეთქებას 1994 წელს დადებული ზავის შემდეგ ყველაზე სერიოზულად მიიჩნევენ.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021