„გირჩი“ – ფეხბურთის გულშემატკივრებს: „ვიკრიბებით დინამოსთან“
08/10/2020 08:31:13 პოლიტიკა
„გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მუშტაიდის პარკის ადმინისტრაციამ მათ პარკის ტერიტორიაზე ეკრანის შეტანაზე უარი უთხრა, ამიტომ დინამოს შესასვლელთან შეიკრიბებიან.
როგორც ჯაფარიძემ განაცხადა, ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებები სამი დღის განმავლობაში ჰქონდათ, თუმცა საბოლოოდ, უშედეგოდ.
მისი თქმით, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, დაინტერესებული პირები დინამოს შესასვლელთან 19:00 საათზე შეიკრიბებიან, სადაც დიდ ეკრანზე საქართველო-ბელარუსის მატჩს აჩვენებენ.
ჯაფარიძის თქმით, ეს იქნება პარტიული შეკრება, სადაც ასევე უყურებენ ფეხბურთს.
საქართველო-ბელარუსს შორის მატჩი საღამოს 20:00 საათზე დაიწყება. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.


