გიორგი ხელაშვილი:„საქართველოს ხელისუფლებამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოიპოვა მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც უპირატესობას გვაძლევს მეზობელ ქვეყანასთან მოლაპარაკებებში"
08/10/2020 12:51:07 პოლიტიკა
„საქართველოს ხელისუფლებამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოიპოვა ის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც უპირატესობას გვაძლევს მეზობელ ქვეყანასთან მოლაპარაკებებში, ძალიან მნიშვნელოვან ტერიტორიულ საკითხში“ - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წევრმა გიორგი ხელაშვილმა.
ხელაშვილი მიიჩნევს, რომ "დავით გარეჯთან დაკავშირებით რაც ბოლო დღეების განმავლობაში მოხდა, მნიშვნელოვანი ფაქტია".
„გარეჯთან დაკავშირებით არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოიპოვა ის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც უპირატესობას გვაძლევს მეზობელ ქვეყანასთან მოლაპარაკებებში, ძალიან მნიშვნელოვან ტერიტორიულ საკითხში. შესაბამისად, ეს არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, რაც მოხდა ბოლო დღეების განმავლობაში“ - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.


