Accentnews.ge
აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველი: "საქართველო და აზერბაიჯანი მეგობარი ქვეყნები არიან, არსებობს კონსულტაციისა და დიალოგის ღია მექანიზმები ნებისმიერი საკითხის განსახილველად"

აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველი: "საქართველო და აზერბაიჯანი მეგობარი ქვეყნები არიან, არსებობს კონსულტაციისა და დიალოგის ღია მექანიზმები ნებისმიერი საკითხის განსახილველად"

08/10/2020 18:38:07 საგარეო პოლიტიკა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველი ჰიქმედ აჯიევი აცხადებს, რომ "საქართველო და აზერბაიჯანი მეგობარი ქვეყნები არიან, არსებობს კონსულტაციისა და დიალოგის ღია მექანიზმები ნებისმიერი საკითხის განსახილველად".

"გამოძიების საკითხი უმეტესად საქართველოს საშინაო საქმეს წარმოადგენს. საქმეს იძიებს საქართველოს სამართალდამცველი უწყება. შესაბამისად, არ მაქვს უფლება, ამაზე კომენტარი გავაკეთო, თუმცა, შემიძლია ვთქვა, რამდენადაც საქართველო და აზერბაიჯანი მეგობარი ქვეყნები არიან, არსებობს კონსულტაციისა და დიალოგის ღია მექანიზმები ნებისმიერი საკითხის განსახილველად. სწორედ ჩვენს მეგობრობაზე მიუთითებს ისიც, რომ ყველა საკითხს მეგობრულად განვიხილავთ: დიალოგის, ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების გზით. ამ მიზნით სპეციალური იურიდიული კომისია შეიქმნა ჩვენს ქვეყნებს შორის და ისინი გააძლიერებენ მუშაობას. საზღვართან დაკავშირებული მსგავსი პრობლემები არაერთ ქვეყანას შორის იქმნება. მაგალითად, ამ დრომდე ღიად რჩება მსგავსი საკითხები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის მეზობელ ქვეყნებს შორის. მხოლოდ კუნძულოვან ქვეყნებს არ აქვს მსგავსი პრობლემები, ხოლო იქ სადაც არსებობს სასაზღვრო ხაზი, მსგავსი პრობლემების წარმოშობა ყოველთვის შესაძლებელია. თუმცა, ამ სიტუაციაში მთავარი ისაა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ეყრდნობა ურთიერთნდობასა და პატივისცემას. დიალოგის გზით ჩვენ იმედი გვაქვს, გადავჭრით ამ საკითხს მეგობრულად ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხისთვის. გავხსნით კიდევ ერთ ახალ თავს ორმხრივ თანამშრომლობაში. კიდევ უფრო გავაძლიერებთ ორ ქვეყანას შორის მეგობრობასაც“, – აცხადებს აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S