აჭარაში დაწესებული რეგულაციები მომდევნო კვირიდან მოიხსნება

09-10-2020 12:38:59 რეგიონები

აჭარაში დაწესებული რეგულაციები მომდევნო კვირიდან მოიხსნება,– ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

როგორც რიჟვაძემ განმარტა, რეგიონში ეპიდსიტუაცია დასტაბილურდა, რაც არსებული რეგულაციების ეტაპობრივად მოხსნის შესაძლებლობას იძლევა.

მისივე ინფორმაციით, პირველ ეტაპზე აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება.

“ასევე, უამრავი მშობელი ელოდება სკოლების და ბაღების განახლებას და შეზღუდვების მოხსნის გეგმაში ეს ყველაფერი იქნება კონკრეტული თარიღებით წარმოდგენილი“, - განაცხადა რიჟვაძემ.

ცნობისთვის: გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსული ინფექციის 190 შემთხვევა გამოვლინდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები