„ჯონდი ბაღათურია – ქართული დასის“ საარჩევნო სიის პირველი ათეული ცნობილია
09/10/2020 11:40:09 პოლიტიკა
ბლოკმა „ჯონდი ბაღათურია – ქართული დასი“ საარჩევნო სიის პირველი ათეული წარადგინა.
ჯონდი ბაღათურია, დავით ოსეფაშვილი, მაია სირაძე, ბადრი მანჯავიძე, ელდარ ეკალაძე, ინგა ბოლოთაური, კახაბერ მაისურაძე, თენგიზ გენებაშვილი, მარიამი სულაძე, ნუკრი სირაძე – ასე გამოიყურება სიის პირველი ათეული.
„ჩვენ ვართ ქართული ძალა, ჩვენ ვართ ქართველი ხალხის ხმა პარლამენტში. 49 არის ჩვენი ნომერი და ხალხის მხარდაჭერის იმედი გვაქვს. ჩვენ ვართ ეროვნული ძალა. გვაქვს ერთადერთი ეფექტური ეკონომიკური პროგრამა, რის მიხედვითაც, შეიქმნება სამუშაო ადგილები, ხალხი გათავისუფლდება საბანკო ვალდებულებებისგან, გავზრდით პენსიას, ასევე განათლების რეფორმა გვაქვს, რომლის მიხედვითაც, ნიჭიერ სტუდენტებს უნივერსიტეტებში არ ექნებათ გადასახადი“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.


