აშშ–ის ელჩი – კარტოგრაფების საქმეზე: „იმედი გვაქვს, გამოძიება იქნება გამჭვირვალე და სამართლიანი“
09/10/2020 16:18:10 პოლიტიკა
ვიცით, რომ საზღვრის სადემარკაციო კომისიის მუშაობა მიმდინარეობს წლების განმავლობაში და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გამოძიება იქნება გამჭვირვალე და სამართლიანი, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა დავით გარეჯის საქმის შესახებ საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.
ელჩმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება, შესაბამისად, მისი მხრიდან არ იქნება მართებული, დეტალურად რაიმე სახის განცხადება გააკეთოს.
„ეს არის ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი საკითხი. მიმდინარეობს გამოძიება, შესაბამისად ჩემი მხრიდან არ იქნება მართებული, რომ დეტალურად რაიმე სახის განცხადება გავაკეთო ამ საკითხთან დაკავშირებით.
ვიცით, რომ საზღვრის სადერმაკაციო კომისიის მუშაობა მიმდინარეობდა წლების განმავლობაში და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გამოძიება იქნება გამჭვირვალე და სამართლიანი ამ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა ელჩმა.
ცნობისთვის: საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით გუშინ პატიმრობა შეეფარდათ.


