Accentnews.ge
არჩილ თალაკვაძე დავით გარეჯის საკითხზე: "ეს არის სამართლებრივი პროცესი - არავის მივცემთ საშუალებას, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები დააზიანოს"

არჩილ თალაკვაძე დავით გარეჯის საკითხზე: "ეს არის სამართლებრივი პროცესი - არავის მივცემთ საშუალებას, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები დააზიანოს"

10/10/2020 12:36:21 პოლიტიკა

„ეს არის სამართლებრივი პროცესი. მე წარმოვადგენ პოლიტიკურ ორგანოს - საქართველოს პარლამენტს, შესაბამისად, მე სამართლებრივ და საგამოძიებო დეტალებში არ შევალ და წინასწარ შეფასებებს არ გავაკეთებ“,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით გარეჯის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს. არჩილ თალაკვაძის თქმით, ეს საკითხი პარტიული დღის წესრიგის მიღმა დგას.

„ ეს არის საკითხი, რომელიც პარტიული დღის წესრიგის მიღმა დგას და სწორედ ამიტომ, გასაკვირია, როდესაც ოპოზიციური პარტიების ორკესტირირებულ რეაქციებს ვხედავთ ამასთან დაკავშირებით, რაც, თავისთავად, კითხვებს აჩენს და მე დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება დამთავრდება გონივრულ ვადებში, საფუძვლიანად, ამომწურავად და კითხვებს პასუხი გაეცემა. ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები რამენაირად დააზიანოს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S