ხოშტარია ამბობს, რომ "ევროპული საქართველოს" კამპანიის ფორმას არ იზიარებს
12/10/2020 14:22:50 პოლიტიკა
ჩემი პარტიის კამპანიის ამ ფორმას არ ვიზიარებ, - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ხოშტარია პარტიის ერთ–ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებას.
"გასაგებია, რომ ერთიანობის მიუხედავად, პროპორციული არჩევნები ითხოვს განსხვავებების ჩვენებას, კონკურენციაა პარტიებში, თუმცა მე გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ჩემი პარტიის კამპანიის ამ ფორმას არ ვიზიარებ", - თქვა ხოშტარიამ.
იხილეთ ასევე: უგულავა: „მერაბიშვილმა გააღვივა სააკაშვილის ყველაზე ბნელი ინსტინქტები“


