Accentnews.ge
Edison Research-ის პოლიტიკური რეიტინგები ცნობილია

Edison Research-ის პოლიტიკური რეიტინგები ცნობილია

12/10/2020 16:06:29 პოლიტიკა

Edison Research-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა პირთა 36% ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ჩატარდეს, ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, ხოლო გადაუყწვეტელ ამომრჩეველთა 30% ოპოზიციური პარტიებისკენ უფრო იხრება. კერძოდ, პასუხები კითხვაზე, ვის მისცემდით ხმას, საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ჩატარდეს, პასუხები შემდეგნაირად ნაწილებდა:

„ქართული ოცნება“ - 36%;

ენმ - ძალა ერთობაშია - 17%;

„ევროპული საქართველო“ - 5%;

24% ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას

„გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ - 4%;

„ლეიბორისტული პარტია“ - 3%;

„პატრიოტთა ალიანსი“ - 3%;

„გირჩი“ - 2%:

„ლელო“ - 2%;

„მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი“ - 1%

„ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო“ - 1%;

„გამარჯვებული საქართველო - ირაკლი ოქრუაშვილი“ - 1%;

სხვა პარტიები - 1%;

ამასთან, გადაუწყვეტელ 24%-ს ჰკითხეს, ვისკენ უფრო იხრება მათი სიმპატია - ქართული ოცნებისკენ თუ ოპოზიციური პარტიისკენ. კითხვაზე "მაინც ვის მისცემდით ხმას, ქართულ ოცნებას თუ ოპოზიციურ პარტიას, უფრო ვისკენ იხრება თქვენი სიმპატია", პასუხები ასე განაწილდა:

ოპოზიციური პარტია - 30%;

„ქართული ოცნება“ - 13%;

არ ვიცი/უარი პასუხზე - 57%.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა Edison Research–მა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ჩაატარა. კვლევა 17 სექტემბერი - 7 ოქტომბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის ტიპით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 4500 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 1.5%-ია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S