"როგორც კი ახალი პარლამენტი შეიკრიბება გამოვალ ინიციატივით, სახელმწიფო ღალატის შესახებ მუხლი კოდექსში დაბრუნდეს"
12/10/2020 16:32:24 პოლიტიკა
საქართველოს სახელმწიფოს ღალატი, როგორც მუხლი, ტყუილად არ იყო ჩადებული კოდექსში მაშინ, როდესაც ჩვენ აღვადგინეთ ჩვენი დამოუკიდებლობა, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომერმა, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა, 2007 წელს სისხლის სამართლის კოდექსში 307-ე მუხლის გაუქმების თაობაზე საუბრისას „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ამ მუხლის ამოღება მას შემდეგ, რაც გარკვეული ტიპის შეთანხმება მოხდა საზღვართან დაკავშირებით 2007 წლის მარტში, და აპრილში ეს მუხლი ამოიღეს, იწვევს გაკვირვებას. როგორც კი ახალი პარლამენტი შეიკრიბება, მე გამოვალ ინიციატივით, რომ ეს მუხლი დაბრუნდეს ჩვენს მატერიალურ კოდექსში და დარწმუნებული ვარ არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები, არამედ ნებისმიერი საღად და ჯანსაღად მოაზროვნე საქართველოს მოქალაქე ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.


