მიხეილ სააკაშვილი „ევროპულ საქართველოს“ პასუხობს
12/10/2020 18:01:39 პოლიტიკა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ენმ–ის პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი „ევროპულ საქართველოს“ პასუხობს.
„თქვენ დღეს ესაუბრებით ადამიანს, რომელსაც სამჯერ შესთავაზა უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის პრემიერ-მინისტრობა, რომელიც იყო იმ ოლქის გუბერნატორი, რომელიც ტერიტორიულად, პრაქტიკულად, თითქმის საქართველოს ზომისაა, ჩემს თავზე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში და არა, ვიღაც „ჭე“ კლასის ლიგის წარმომადგენელზე. გადახედეთ საბერძნეთის პრესას, ჩემი იქ ჩასვლა ერთ-ერთი მთავარი თემაა. სადაც არ უნდა გამოვჩნდე, საქართველოს სახელი უკავშირდება, გვინდა თუ არ გვინდა, ვინმე ბოღმით და შურით სკდება თუ არა, მე მიკავშირდება. მე ბევრი გავაკეთე, რომ საქართველო მთელი მსოფლიოსთვის სალაპარაკო ყოფილიყო. თქვენ ესაუბრებით ადამიანს, რომელიც არის ყველაზე მეტად კომპეტენტური საქართველოს კრიზისიდან გამოსაყვანად, ამას თუ ვინმე არ აღიარებს, ის უბრალოდ ან იდიოტია, ან სხვა მოტივები ამოძრავებს“, – განაცხადა სააკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.
სააკაშვილი ანბობს, რომ მიესალმება ახალი ლიდერების გამოჩენას, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს საქართველოში ვერ მოხდა.
„ვინ უშლიდა მათ ხელს ჩამოყალიბებულიყვნენ ისეთ ლიდერებად, რომელიც გამორიცხავდა პოლარიზაციას? არ მოხდა ეს. რომ გითხრათ ეს მიხარია, ასე არ არის. მივესალმები ყოველთვის ახალი ლიდერების გამოჩენას. თავისუფალი კონკრუნციაა“, – განაცხადა სააკაშვილმა.
იხილეთ ასევე: უგულავა: „მერაბიშვილმა გააღვივა სააკაშვილის ყველაზე ბნელი ინსტინქტები“


