"ლელო"–მ პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი და „მარშალის გეგმის“ ლიდერები დაასახელა
13/10/2020 07:19:44 პოლიტიკა
პარტია "ლელო"–მ პრემიერ–მინისტრობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე წარადგინა.
პარტიის სახელით კანდიდატი დავის უსუფაშვილმა დაასახელა.
როგორც პოლიტიკოსი აღნიშნავს, ხაზარაძე "ევროპული სტილის ქართველი პატრიოტია".
„ჩვენ გვაქვს სერიოზული მისია, რომ ქვეყანაში დავამარცხოთ სიღარიბე, უმუშევრობა და არაპროფესიონალიზმი“, - განაცხადა მამუკა ხარაზაძემ და დასძინა, რომ პარტიის „მარშალის გეგმა“ სწორედ ეკონომიკის გაუმჯობესებას და სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად.
- დასახელდა „მარშალის გეგმის“ განმახორციელებელი გუნდი:
- ეკა ქვლივიძე გაუძღვება თავდაცვის მიმართულებას,
- ბადრი ჯაფარიძე - ეკონომიკის განვითარებისა და ფინანსურ მიმართულებას,
- გიგლა მიქაუტაძე - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებას,
- ანა ნაცვლიშვილი უხელმძღვანელებს იუსტიციის საქმეებს და სასამართლოს მიმართულებას,
- ლევან კობერიძე ჩაიბარებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, სოციალური დაცვის, შრომის, ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებას,
- ფიქრია ჩიხლაძე - განათლების, მეცნიერების და სპორტის მიმართულებას,
- კახა კოჟორიძე - შინაგანი საქმეებისა და სამართალდამცავი სისტემების მიმართულებას,
- ნიკა შურღაია - გარემოს დაცვისა და სოფლის მეორნეობის მიმართულებას,
- დავით უსუფაშვილი საგარეო საქმეებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებას უხელმძღვანელებს,
- სოსო ვახტანგაშვილი უხელმძღვანელებს შერიგების მიმართულებას,
- კულტურის მიმართულებას უხელმძღვანელებს მედეა მეტრეველი.


