„ბევრი ხრიკი აქვთ მომზადებული“ – სააკაშვილი მხარდამჭერებს „ველზე“ გასვლისკენ მოუწოდებს
13/10/2020 12:19:58 პოლიტიკა
„ენმ - ძალა ერთობაშიას“ პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი თანაპარტიელებსა და აქტივისტებს „ველზე გასვლისკენ" მოუწოდებს.
როგორც სააკაშვილი ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, "არც ერთი წუთი აღარაა დასაკარგი".
"31 ოქტომბერი არის ისტორიული არჩევნები, რადგან ამ დღეს გადაწყდება გვექნება ქვეყანა თუ საქართველო საერთოდ გაქრება რუკიდან.
მე მინდა მოგმართოთ ერთიანი ოპოზიციის, გაერთიანებული ოპოზიციის [ძალა ერთობაშია] სიის წევრებს და ყველა აქტივისტს: ჩვენ ვიგებთ დამაჯერებლად, მაგრამ ის დროა, რომ ყველანი გავიდეთ ველზე. იმიტომ, რომ იმათ კიდევ ბევრი ხრიკი აქვთ მომზადებული და არ მივცეთ ამის გაკეთების საშუალება, თავი არ უნდა წამოვაყოფინოთ, ყველგან უნდა ვიყოთ, შევესიოთ ხალხთან მივიდეთ, ყველას დაველაპარაკოთ, მხოლოდ ფეისბუკზე წერა არ არის საკმარისი, თუმცა ესეც მნიშვნელოვანია და პირადი კონტაქტით, თითოეული ადამიანი დავარწმუნოთ, რომ ღირს არჩევნებში მონაწილეობა, ღირს მისვლა, რომ მართლაც თითოეული ადამიანის ხელშია ქვეყნის ბედი", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.


