
"ეს მასალები აგვისტოში დავურიგე საქართველოს სხვადასხვა სტრუქტურებს, რომ ნახეს ეს ვითარება, თქვეს: "უი, ჩვენთან არჩევნები მოდისო"
13/10/2020 20:20:38 საგარეო პოლიტიკა
ბიზნესმენი დავით ხიდაშელი აცხადებს, რომ საქართველოს 1938 წლის რუკის დედანი დაუბრუნა და მის მიერ მოპოვებული მასალების ასლები საქართველოში სახელმწიფო უწყებებსა და მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს გადასცა.
"მე მოვიტანე ეს მასალები ივლისში, აგვისტოში დავურიგე სხვადასხვა სტრუქტურებს, რომ ნახეს ეს ვითარება, თქვეს: უი, ჩვენთან არჩევნები მოდისო. მე ვუთხარი, არჩევნები მოდის... ეგ ჩემი საკითხი არ არის და ეგ თქვენ გადაწყვიტეთ. მე ჩავუტანე ეს რუკები საქართველოს, მე ვარ საქართველოს მოქალაქე. არ ვარ არც ერთი პარტიის წევრი, არ მაინტერესებს ვინ გაიმარჯვებს და ვინ არა. პრინციპულად არ მინდა მივიღო არჩევნებში მონაწილეობა იმიტომ, რომ არ გამხვიონ შარში ამას უჭერ მხარს, იმას უჭერ მხარს.. ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, იმან უნდა აიღოს ეს საბუთები და მერე გაარკვიოს ურთიერთობა აზერბაიჯანთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან", – განაცხადა დავით ხიდაშელმა "რუსთავი 2"–ის ეთერში.
ვინ არის ბიზნესმენი დავით ხიდაშელი
დავით გარეჯის საქმის ფიგურანტი ამბობს, რომ ის მსოფლიოს 40 ქვეყანაში ფლობს ბიზნესებს.
"დავით ხიდაშელი არის საქართველოს მოქალაქე. არასდროს არ ვყოფილვარ სხვა ქვეყნის მოქალაქე. 25 წელია შვეიცარიაში ვცხოვრობ. ვარ ბიზნესმენი, მაქვს ბიზნესები მსოფლიოს 40 ქვეყანაში. ძალიან მრავალფეროვანი ბიზნესი მაქვს. არის სატელეკომუნიკაციო ბიზნესი, მედიცინის ბიზნესი, ბიოტექნოლოგიების ბიზნესი. ვფლობ ამ ბიზნესებს, ზოგჯერ ვმართავდი, მაგრამ დღესდღეობით, 100 პროცენტით ვმუშაობ ჩემზე. საბერძნეთში მე ვარ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ბერძნული კომპანიაა "ინტერ კომ ტელეკომის" და 15-20 პროცენტი ჩემი ბიზნესია. სხვა ბიზნესებიცაა. რუსულ კორპორაცია "სისტემის" ჩემი მეგობარია ამ კომპანიის მფლობელი, რომელსაც ვიცნობ 390 წელზე მეტია, მაგ ორგანიზაციაში მუშაობას დავანებე თავი 2014 წელს, ვინადან რუსეთის მთავრობამ შეუქმნა პრობლემები და კომპანიას როცა ჰქონდა 35 მილიარდი ბრუნვა, მისი ბრუნვა ჩამოვარდა 8-10 მილირად დოლარზე მაშინვე", - განაცხადა დავით ხიდაშელმა.