"ქვეყანა მაქსიმალურად შეეცდება, რომ მოქალაქეებმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ"
14/10/2020 07:48:24 პოლიტიკა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, როგორი იქნება არჩევნებთან დაკავშირებული პროტოკოლი ამაზე ცენტრალური საარჩევნო კომისია მუშაობას.
როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ცესკო განცხადებას თავად გააკეთებს .
"არჩევნებისა და ხმის მიცემის უფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მაქსიმალურად შეეცდება ქვეყანა, რომ მოქალაქეებმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ",-განაცხადა გამყრელიძემ.
საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში Covid-19–ით ინფიცირების 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 292 პირი, 7 პაციენტი გარდაიცვალა. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 13 521 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 7 159 გამოჯანმრთელდა, ხოლო 109 პაციენტი გარდაიცვალა.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 590 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836 ადამიანი, ხოლო კოვიდ– სასტუმროში – 1 393.


