"ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში, იმან აიღოს ეს საბუთები და მერე გაარკვიოს ურთიერთობა აზერბაიჯანთან"

14-10-2020 00:25:41 საგარეო პოლიტიკა

"ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში, იმან აიღოს ეს საბუთები და მერე გაარკვიოს ურთიერთობა აზერბაიჯანთან", – ამის შესახებ ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის ეთერში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, "იაზრებს თუ არა, რომ მის მიერ მოძიებული მასალები წინასაარჩევნოდ და ერევანთან და ბაქოსთან ურთიერთობის ჭრილშიც შეიძლება, საკმაოდ პრობლემატური იყოს", ხიდაშელი აცხადებს, რომ მან ეს მასალები საქართველოს გადმოსცა და უკვე მთავრობის გადასაწყვეტი იქნება საკითხის გადაწყვეტა და ურთიერთობის დალაგება ყველა დაინტერესებულ მხარესთან.

"მე მოვიტანე ეს მასალები ივლისში და აგისტოში, დავურიგე ყველა ორგანიზაციას. იგივე პრეზიდენტთან, ბატონ ღარიბაშვილთან. პირველი წინადადება მაგისი, როცა ნახეს ეს სიტუაცია, ჩვენთან არჩევნები მოდისო, მე ვუთხარი არჩევნები მოდის და ეგ თქვენ გადაწყვიტეთ, ეს ჩემი საკითხი არ არის. მე ჩამოვუტანე ეს რუკები საქართველოს. მე ვარ საქართველოს მოქალაქე, არა ვარ არცერთი პარტიის წევრი, არ მაინტერესებს ვინ გაიმარჯვებს - ვინ არ გაიმარჯვებს. ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, პრინციპულად არ მინდა არჩევნებში მონაწილეობა, იმიტომ რომ არ გამხვიონ შარში, ამას უჭერ მხარს, იმას უჭერს... სულ საზღვარგარეთ ვცხოვრობ, სულ გზაში ვარ და არცერთ არჩევნებზე არ მიმიღია მონაწილეობა. ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ვინც იქნება მთავრობის წარმომადგენელი, იმან უნდა აიღოს ეს საბუთები და მერე გაარკვიოს ურთიერთობა აზერბაიჯანთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან", - განაცხადა ხიდაშელმა

ახალი ამბები

სხვა სიახლეები