Accentnews.ge
"ევროპული საქართველო" მუნიციპალიტეტებში უკანონო დავალებების გაცემაზე საუბრობს

"ევროპული საქართველო" მუნიციპალიტეტებში უკანონო დავალებების გაცემაზე საუბრობს

14/10/2020 09:22:51 პოლიტიკა

„ევროპული საქართველოს“ წევრების განცხადებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ყველა ა(ა)იპ-ის დირექტორს დაევალა სპეციალური ცხრილის შევსება, რომელშიც მითითებული უნდა იყოს თანამშრომლის მონაცემები და ის, თუ რომელ მაჟორიტარობის კანდიდატს და რომელ პარტიას აძლევს ხმას.

პარტიის წევრის გიორგი კანდელაკის თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ „გავრილოვის ღამის“ შემდეგ „საზოგადოების პროტესტის თვითმარქვია სტუდენტებით, სინამდვილეში კი ზონდერებით დისკრედიტაციის მცდელობების ერთ-ერთი თვალსაჩინო სახე, ბუთა კობახიძე, მაშინაც და ახლაც ამბროლაურის ერთ-ერთ ა(ა)იპ-ს (საფეხბურთო კლუბ „რაჭას“) ხელმძღვანელობს.

„ამბროლაურშიც, წყალტუბოშიც, სადაც მე ვაწარმოებ „ევროპული საქართველოს“ კამპანიას და სხვაგანაც მუნიციპალური აიპები სავსეა წერა-კითხვის უცოდინარი ადამიანებით, რომლებმაც არც კი იციან, რაში იღებენ ხელფასს. ამავე დროს, კეთილსინდისიერ თანამშრომლებზე ამხელა ზეწოლაა, რისი არსებობა სწორედაც „ოცნების“ ნერვიულობაზე მიუთითებს და მათ გარდაუვალი მარცხისგან ვერ იხსნის,“ - განაცხადა კანდელაკმა.

პარტიაი ყურადღებას იმ გარემოებაზე ამახილებენ, რომ ნებისმიერი სამსახურის მიერ თანამშრომლების აღწერა პოლიტიკური გემოვნების მიხედვით, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S