Accentnews.ge
„კუბილიუსმა თქვა, „დავით–გარეჯის თემა სასაცილოაო“, გაოცებული ვარ!“

„კუბილიუსმა თქვა, „დავით–გარეჯის თემა სასაცილოაო“, გაოცებული ვარ!“

14/10/2020 10:32:01 პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით გაოცებულია. საუბარია „კარტოგრაფების საქმეზე“.

თალაკვაძე ამბობს, რომ ევროპარლამენტარმა „სასაცილო“ დავით–გარეჯის თემას უწოდა, კუბილიუსმა კი საკუთარ კომენტარში ყურადღება დროსა და კონტექსტზე გაამახვილა.

"კუბილიუსმა თქვა, „დავით–გარეჯის თემა სასაცილოა. ჩვენთვის დავით–გარეჯი ნამდვილად არ არის სასაცილო და მე პირადად გაოცებული ამ კომენტარით. ადამიანი, რომელიც ევროსტრუქტურებს წარმოადგენს, საუბრობს ასეთი დამოკიდებულებით ჩვენთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე, ეს არის მიუღებელი.

დავით–გარეჯი არასდროს და ვერასდროს ვერ იქნება სასაცილო და ჩვენთვის იმ პოლიტიკოსის შეფასება, რომელიც ევროსტრუქტურას წარმოადგენს და ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხს ასეთ შეფასებას აძლევს, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და ჩვენ ყოველთვის, როცა მომავალში გვექნება შეხვედრები, ევროპარლამენტსა თუ სხვა ევროპულ ფორმატებში, ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ. იმედი მაქვს, რომ კუბილიუსი თავის განცხადებაზე განმარტებას გააკეთებს", - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის: ევროპარლამენტარმა საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანას ცდილობს:

"საქართველოს მთავრობამ დააპატიმრა ორი საჯარო მოხელე "აზერბაიჯანისთვის ტერიტორიის უკანონოდ გადაცემისთვის". შენიშვნა: გამოძიება ეხება 2007 წლის პერიოდს. სასაცილოა. ქართული ოცნება პოლიტიკურ ოპოზიციას ადანაშაულებს, რათა რეალური პრობლემებისგან - პანდემიის მიმართ სუსტი რეაგირება და ეკონომიკის შეჩერება - გადაიტანოს ყურადღება", - დაწერა სოციალურ ქსელში კუბილიუსმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S