Accentnews.ge
დარსალიას თქმით, საზღვრის დამდგენი კომისიის მუშაობა სავარაუდოდ, ახლო პერიოდში განახლდება

დარსალიას თქმით, საზღვრის დამდგენი კომისიის მუშაობა სავარაუდოდ, ახლო პერიოდში განახლდება

14/10/2020 10:41:04 საგარეო პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას განცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე მომუშავე კომისიების მუშაობა, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში განახლდება.

„ჯერ კიდევ მარტში იყო ეს დაგეგმილი, შემდეგ ამ ვითარებიდან გამომდინარე ყოველ თვე იდებოდა ეს შეხვედრა, შემდეგ ბოლო შეხვედრაზეც ჩვენ შევთანხმდით, რომ რაც შეიძლება მალე შეიკრიბოს კომისიები. კონკრეტულ თარიღზე ვმუშაობთ, როდის შეიძლება ეს შეხვედრა მოხდეს, თუმცა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში იქნება შესაძლებელი კომისიების მუშაობის განახლება,“- განაცხადა ლაშა დარსალიამ საგარეო პოლიტიკურ უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S