Accentnews.ge
მშვენიერაძე – პოლიტიკურ რისკებზე: „აზერბაიჯანთან შეთანხმებას ვშლით და 66%–იც აღარ გვაქვს დელიმიტირებული?“

მშვენიერაძე – პოლიტიკურ რისკებზე: „აზერბაიჯანთან შეთანხმებას ვშლით და 66%–იც აღარ გვაქვს დელიმიტირებული?“

14/10/2020 13:29:07 პოლიტიკა, სამართალი

არასამთავრობო ორგანიზაიის „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე იმ პოლიტიკურ რისკებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც მისი შეფასბით „კარტოგრაფების საქმეს“ თან ახლავს. კერძოდ, მშვენიერაძეს აინტერესებს, ქართული მხარე ხდის თუ არა სადავოს აზერბაიჯანთან საზღვრის უკვე შეთანხმებულ მონაკვეთებს.

„უნდა გვახსოვდეს, რომ აზერბაიჯანთან შეუთანხმებელი მონაკვეთების საერთო ფართობი 8 000 ჰექტარს წარმოადგენდა და მათგან მნიშვნელობანი ნაწლი ვნს მხარეს რომ დარჩენილიყო, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დიდი შრომის შედეგი იყო. პროკურატურა ამბობს, რომ ბატონ ივერის ამ შეხვედრაზე [აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებების დროს] არაპროფესიონასლური დოკუმენტები უნდა წაეღო და ამით ემტკიცებინა საქართველოს პოზიცია, რაზე იგივე პასუხს მიიღებდა, როგორი ბატონმა ხორბალაძემ მიიღო.

ვფიქრობ, რომ ეს პროცესი არის პოლიტიკური და უნდა გვესმოდეს, რომ მას კიდევ ერთი საფრთხე აქვს: ჩვენ დღეს აზერბაიჯანთან საზღვრის 66% შეთანხმებული გვაქვს, სადაც ასევე ვიყენებდით ამ რუქებს [რომლის გამოყენების გამოც ორი კარტოგრაფი წინასწარ პატიმრობაშია], ამ შეთანხმებას ვშლით? ანუ ეს 66%–იც აღარ გვაქვს დელიმიტირებული? თუ ჩვენ ამას ვაკეთებთ, ეს აზერბაიჯანისთვის სასარგებლოა, რადგან აზებაიჯანი სწორედ ამას გვთხოვს ბოლო წლებია, 1938 წლის შეთანხმება აღარ იყოს ხაზი და ამ გზიტ დღის წესრიგში დგება მანამდე არსებული შეთანხმებების გადახედვის საკითხი“,– აცხადებს მშვენიერაძე და დასძენს, რომ ამ მიმართულებით სვლა რუსეთის ინტერესებშია, რადგან საზღვრების გარეშე საქართვგელო ნატო–ს წევრი ვერ გახდება.

„თუ სხვა მეზობლებთან საზღვრები დემარკირებული და დელიმიტირებულ არ გვაქვს, ჩვენთვის ნატო–ს კარი დახურული იქნება. თუ ჩვენ ეს ყველაფერი ავრიეთ აზერბაიჯანთან, საკითხი საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისითაც იქნება პოლიტიკური მნიშვნელობის“,– განმარტავს მშვენიერაძე, რომელიც „კარტოგრაფების საქმეში“ დაცვის მხარეს წარმოადგენს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S