Accentnews.ge
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ევროპარლამენტარის კომენტარს სასაცილოს უწოდებს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ევროპარლამენტარის კომენტარს სასაცილოს უწოდებს

14/10/2020 15:37:50 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას „სასაცილოს“ უწოდებს.

„შემაშფოთებელია, როდესაც ის სასაცილოს უწოდებს საქართველოს წინააღმდეგ მძიმე დანაშაულში ბრალდებულების დაკავებას. საინტერესოა რა რეაქცია ექნებოდა, იგივე რომ მის ქვეყანაში მომხდარიყო. კიდევ უფრო გაუგებარია მისი მხრიდან პანდემიის საწინააღმდეგო ნაბიჯების და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სრულიად უსაფუძვლო, მიკერძოებული შეფასება. კუბილიუსს შევახსენებ, რომ მასზე ბევრად მაღალი რანგის და ბევრად ავტორიტეტული პოლიტიკოსები და ოფიციალური პირები როგორც ევროკავშირში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, აღიარებენ და მაღალ შეფასებას აძლევენ ერთის მხრივ, საქართველოში პანდემიის საპასუხოდ გადადგმული ნაბიჯების ეფექტიანობას და მეორეს მხრივ, ქართული ეკონომიკის მდგრადობას. შესაბამისად, ერთადერთი რამ, რაც სასაცილოა, თავად კუბილიუსის კომენტარია”, - განაცხადა, პარლამენტის პრეს–სამსახურის ცნობით, ბერალიამ.

მანამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპარლამენტარის კომენტარის განსხვავებული ინტერპრეტაცია შესთავაზა ჟურნალისტებს, თქვა, რა რომ ევროპარლამენარმა „სასაცილო“ დავით–გარეჯის თემას უწოდა.

"კუბილიუსმა თქვა, „დავით–გარეჯის თემა სასაცილოა. ჩვენთვის დავით–გარეჯი ნამდვილად არ არის სასაცილო და მე პირადად გაოცებული ამ კომენტარით. ადამიანი, რომელიც ევროსტრუქტურებს წარმოადგენს, საუბრობს ასეთი დამოკიდებულებით ჩვენთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე, ეს არის მიუღებელი.

დავით–გარეჯი არასდროს და ვერასდროს ვერ იქნება სასაცილო და ჩვენთვის იმ პოლიტიკოსის შეფასება, რომელიც ევროსტრუქტურას წარმოადგენს და ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხს ასეთ შეფასებას აძლევს, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და ჩვენ ყოველთვის, როცა მომავალში გვექნება შეხვედრები, ევროპარლამენტსა თუ სხვა ევროპულ ფორმატებში, ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ. იმედი მაქვს, რომ კუბილიუსი თავის განცხადებაზე განმარტებას გააკეთებს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რეალურად კი ევროპარლამენტარმა დროსა და მოტივზე გაამახვილა ყურადღება.

"საქართველოს მთავრობამ დააპატიმრა ორი საჯარო მოხელე "აზერბაიჯანისთვის ტერიტორიის უკანონოდ გადაცემისთვის". შენიშნვა: გამოძიება ეხება 2007 წლის პერიოდს. სასაცილოა. ქართული ოცნება პოლიტიკურ ოპოზიციას ადანაშაულებს, რათა რეალური პრობლემებისგან - პანდემიის მიმართ სუსტი რეაგირება და ეკონომიკის შეჩერება - გადაიტანოს ყურადღება", - დაწერა სოციალურ ქსელში კუბილიუსმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S