Accentnews.ge
ვოლსკი: „სოციალურ თემებზე საუბარი მოძველდა“

ვოლსკი: „სოციალურ თემებზე საუბარი მოძველდა“

14/10/2020 18:56:53 პოლიტიკა

დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ სოციალურ თემებზე საუბარი მოძველდა.

"დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში რეალური პრობლემა არის ის, რომ არეულობაა პოლიტიკურ ველზე და ხვალინდელი დღის სტაბილურობის განცდის დანგრევას ცდილობს ყველა, მათ შორის ჩვენი ოპონენტები. მოსაგვარებელია, მაგრამ მოძველდა სოციალურ თემებზე საუბარი. ეს თემა მნიშვნელოვანია, მაგრამ არის მეორე თემა - სამშობლო, ქვეყანა, სტაბილურობა და ის საფრთხეები, რაც ჩვენ გარედან თუ შიგნიდან შემოგვესია. ამ საკითხებზე ამომრჩევლები ხშირად საუბრობენ. საზოგადოება ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანას ითხოვს. ასევე არის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, მაგრამ არავინ არ დაუშვას, რომ საზოგადოებას არ ესმის რა ხდება ჩვენ გარშემო,"- განაცხადა ვოლსკიმ „რუსთავი 2“–ის ეთერში.

ცნობისთვის: ყველა მთელ რიგ სოციოლოგიურ კვლევებში გამოკითხული მოქალაქეები მთავარ პრობლემებად სიღარიბეს და უმუშავრობას ასახელებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S