Accentnews.ge
იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარედ სკანდალური სიის ფიგურანტი ნინო ქადაგიძე  აირჩიეს

იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარედ სკანდალური სიის ფიგურანტი ნინო ქადაგიძე აირჩიეს

15/10/2020 08:50:12 პოლიტიკა

მოსამართლე ნინო ქადაგიძე უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს. საბჭოში კენჭისყრა დღეს, 15 ოქტომბერს გაიმართა. 14 წევრიდან 13-მა მხარი დაუჭირა. წინააღმდეგი იყო საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი.

მანამდე, საქართველოს პარლამენტმა იგი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ, შემდეგ კი თავმჯდომარედ დაამტკიცა.

აღსანიშნავია, რომ ის მოსამართლეების იმ 10-კაციან სიაში იყო, რომლის პარლამენტისთვის წარდგენას და განხილვას პროტესტი მოჰყვა. ამ პროცესის შემდეგ დაიშალა "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობაც.

2019 წლის 12 დეკემბერს ქადაგიძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე გახდა. 2013 წლის 17 ივნისიდან კი იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე. 2002-2012 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S