Accentnews.ge
განიხილება თუ არა არჩევნების გადადების საკითხი – გახარიას კომენტარი

განიხილება თუ არა არჩევნების გადადების საკითხი – გახარიას კომენტარი

15/10/2020 09:39:52 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ დღეის მდგომარეობით არჩევნების გადადებაზე ფიქრის არანაირი რეალური საფუძველი არ არსებობს.

„ეს არის ოფიციალური პოზიცია. ჩვენ ამ პროცესს ვმართავს, მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობა [COVID-19–ით ინფიცირებული პციენტების] იზრდება. არავის ეგონოს, რომ რაოდენობის ზრდა შეჩერდება. რესტორნების მუშაობის ვადით შეზღუდვითაც ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა არ შეჩერდება. უბრალოდ, ამით ჩვენ დროზე შეგვიძლია გავლენის მოხდენა: რა სისწრაფით მოხდება ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა“,– განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, კორონავირუსული ინფექციის წინააღდეგ ყველაზე ქმედითი ინსტრუმენტი პირბადის ტარება და დისტანციის დაცვაა.

„რაც მეტი პირბადიანი ადამიანი იქნება ჩვენს ქვეყანაში, მით ნაკლები იქნება ინფექციის გავრცელებაც და სიკვდილიანობაც“,– დასძინა გახარიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S