Accentnews.ge
„საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციასთან დაკავშირებული საკითხები სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში გადაწყდება“

„საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციასთან დაკავშირებული საკითხები სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში გადაწყდება“

15/10/2020 10:12:28 საგარეო პოლიტიკა

აზერბაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ნებისმიერი საკითხი, რომელიც საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციას ეხება, ორმხრივი თემაა, რომელიც გადაწყდება სტრატეგიული პარტნიორობის, მეგობრობის ფარგლებში და მოლაპარაკებების შედეგად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დავით–გარეჯის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დავით–გარეჯის ისტორიის ბოლო გამწვავებული ტალღა დაიწყო ზუსტად ერთი წლის წინ.

„ზუსტად იმ ოპოზიციას, რომელიც პროვოკაციულ კითხვას სვამს, დიდი წვლილი მიუძღვის საკითხის გამწვავებაში. კითხვა, რატომ მაინც და მაინც ახლა, მათ პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა დაუსვან. არანაირი შეზღუდვები გამოძიებას არ ექნება. რაც შეეხება აზერბაიჯანთან ურთიერთობას, აზერბაიჯანი არის ჩვენი მეზობელი, მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი. შესაბამისად, ნებისმიერი საკითხი, რომელიც ეხება საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხს, არის ორმხრივი თემა, რომელიც გადაწყდება სტრატეგიული პარტნიორობის, მეგობრობის ფარგლებში და მოლაპარაკებების შედეგად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S