Accentnews.ge
ალიევმა კიდევ 5 სოფლის აღების შესახებ განაცხადა

ალიევმა კიდევ 5 სოფლის აღების შესახებ განაცხადა

15/10/2020 15:11:10 კავკასია

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰან ალიევმა კიდევ 5 სოფლის აღების შესახებ განაცხადა.

“აზერბაიჯანის არმიამ ფუზულის რაიონის სოფელი არიში, ჯაბრაილის რაიონის სოფელი დოშლუ და ხოჯევანდის რაიონის სოფლები: დუდუქჩუ, ედილი და ჩირაღუზი აიღო", – წერს ილჰამ ალიევი "Twitter"-ში პირად გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ 14 ოქტომბერს მან კიდევ 8 დასახლებული პუნქტის აღების შესახებ განაცხადა.

ყარაბაღში შეტაკებები 27 სექტემბრის შემდეგ გრძელდება. მხარეები მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. ბაქო და ერევანი ერთმანეთს დასახლებული პუნქტებისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ.

9 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოსკოვში რუს კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ამოქმედდა, თუმცა ერევანმა და ბაქომ შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთი უკვე არაერთხელ დაადანაშაულეს. მოსკოვში მიღწეული შეთანხმების თანახმად, მხარეებს სამხედრო ტყვეები და დაღუპულთა ცხედრები უნდა გაეცვალათ. თუმცა როგორც "წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტი იუწყება, აღნიშნულის განხორციელება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

მთიანი ყარაბაღის ტერიტორიული კუთვნილების შესახებ დავა საბჭოთა დროიდან იღებს სათავეს. ბაქო უმთავრესად სომხებით დასახლებულ ამ რეგიონს 1990-იანების დასაწყისიდან აღარ აკონტროლებს. მაშინ შეიარაღებული კონფლიქტისას სულ მცირე, 30 ათასი ადამიანი დაიღუპა, ასობით ათასი კი დევნილად იქცა. კონფლიქტის ამჟამინდელ აფეთქებას 1994 წელს დადებული ზავის შემდეგ ყველაზე სერიოზულად მიიჩნევენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S