მდინარაძე – ვაშაძეს: „თქვენ ყველამ ერთად მხარი დაუჭირეთ რეზოლუციას, სადაც ქართველ სამხედროებს დააბრალეთ ომის დაწყება“
16/10/2020 05:13:11 პოლიტიკა
„თქვენი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლაქა არის ის, რომ თქვენ, ყველამ ერთად მხარი დაუჭირეთ რეზოლუციას, სადაც ქართველ სამხედროებს დააბრალეთ ომის დაწყება“,- მიმართ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა მამუკა მდინარაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარეს გიორგი ვაშაძეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გამართულ დებატებში.
მისი თქმით, ეს არის საკითხი, რომელიც ყველა სატელევიზიო ეთერში უნდა აღინიშნოს.
მამუკა მდინარაძე დაინტერესდა - გიორგი ვაშაძე, რომელსაც პრემიერ-მინისტრობა სურს, გარდა რეზოლუციის მხარდაჭერისა, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას ასევე ადეიშვილის მოადგილეობის პერიოდსა და ზოგადად ყოფილი ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულზე.


