
ბელარუსმა ტიხანოვსკაიაზე ძებნა გამოაცხადა
16/10/2020 10:16:29 მსოფლიო
ბელარუსმა პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატზე სვეტლანა ტიხანოვსკაიაზე ძებნა გამოაცხადა.
მას ბრალი ქვეყნის კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი მეთოდებით დამხობის მცდელობას ედავებიან.
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ტიხანოვსკაიაზე ძებნა რუსეთის ფედერაციაშიც გამოცხადდა.
იხილეთ ასევე: ტიხანოვსკაიამ ლუკაშენკოს “სახალხო ულტიმატუმი” წაუყენა და 25 ოქტომბრამდე მისცა ვადა
ყოველდღიური მასობრივი პროტესტი ქვეყანაში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომელშიც გამარჯვებულად კვლავ ალექსანდრე ლუკაშენკო გამოცხადდა. იგი უკვე მეექვსე ვადით იყრიდა კენჭს. ყველაზე ხალხმრავალი აქციები, რომელზეც 100-დან 200 ათასამდე ადამიანი გადის, კვირაობით იმართება. მომიტინგეები ლუკაშენკოს გადადგომას და ხელახალი არჩევნების დანიშნვას მოითხოვენ. პროტესტის ჩახშობის მცდელობებს უკვე სულ მცირე, ოთხი მოქალაქე ემსხვერპლა, კიდევ 6 დაკარგულად ითვლება, დაშავებულთა და დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა თვლა ათასებზე მიდის.
ევროკავშირის ქვეყნები და აშშ არჩევნების შედეგებს არ სცნობენ, განსხვავებით რუსეთისგან, რომელიც ლუკაშენკოს კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში დახმარებას დაჰპირდა, მათ შორის - ძალისმიერს. თავად ლუკაშენკომ საიდუმლო ინაუგურაცია ჩაატარა, რამაც მისი მოწინააღმდეგეები კიდევ უფრო განარისხა.