ენმ-ს ირაკლი ყიფიანი შეუერთდა
16/10/2020 11:11:11 პოლიტიკა
“ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი შეუერთდა. ყიფიანი ამომრჩევლებს პარტიის გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ წარუდგინა:
“დღეს შესაძლებლობა მაქვს, საზოგადოებას "ნაციონალური მოძროაბის ახალგაზრდა, ძალიან გამოცდილი წევრი წარვუდგინო, რომელსაც უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი ეკონომიკური გეგმის და საარჩევნო პროგრამის შემუშავებაში”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ყიფიანმა განმარტა, რომ ხსენებული გეგმა სიღარიბის დაძლევის პროგრამას ითვალისწინებს:
“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მთელი დრო მოხმარდეს ქვეყანაში სიღარიბის დაძლევის პროგრამის განხორციელებას. ეს გეგმა გულისხმობს, რომ გვქონდეს სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ახალგაზრდებს ქვეყნის დატოვება არ უნდოდეთ და საქართველო იქცეს შესაძლებლობების ქვეყნად” ,- ამბობს ყიფიანი.
ირაკლი ყიფიანი “რეფორმების გუნდის” ხელმძღვანელია, ის 2016 წლამდე ასევე იყო პარტია “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” წევრი.


