გრიგოლ ვაშაძე განმარტავს, რატომ არ იყო მხარდამჭერებთან შეხვედრაზე რეკომენდაციები დაცული

16-10-2020 22:39:35 პოლიტიკა

პასუხისმგებლობა აბსოლუტურად მთლიანად კორონავირუსს ეკისრება და შემიძლია, მიგაგზავნოთ კორონავირუსთან, რომ დაელაპარაკოთ მას, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს კითხვაზე, რატომ არ იყო ბათუმის ბულვარში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე რეკომენდაციები დაცული.

„ჩვენ ვუყურეთ ბატონ გახარიას შეხვედრას და გადავწყვიტეთ, რახან საქათველოს პრემიერ- მინისტრი ასეთ შეხვედრებს ატარებს, ესე იგი, ყველას შეუძლია, ჩაატაროს. აბსოლუტურად ერთნაირი იყო.

საშიშროება ნამდვილად არის, მაგრამ სამწუხაროდ, ვართ კორონავირუსში და წინასაარჩევნო კამპანიაში. ახლა წინასაარჩევნო კამპანია რომ შევწყვიტოთ, ოთხი წელი კიდევ უნდა ვუყუროთ იმ ხალხს, ვინც ემიგრაციაში საქართველოს მოსახლეობის მილიონ ორასი ათასამდე გაყარა; უნდა ვუყუროთ ადამიანებს, რომლებმაც ბათუმიც გააჩერეს, მთელი საქართველოც გააჩერეს. ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა და არ ველოდით, არ ვიცოდით, ამდენი ხალხი თუ მოვიდოდა.

პასუხისმგებლობა ეკისრება მთლიანად კორონავირუსს და შემიძლია, მიგაგზავნოთ კორონავირუსთან, რომ დაელაპარაკოთ მას“, – განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის: „ნაციონალურმა მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ მიერ ბათუმის ბულვარში საარჩევნო პროგრამის წარდგენაზე ხალხმრავლობა იყო.

შეგახსენებთ, რომ სადღეისოდ აჭარის რეგიონი ეპიდვითარების თვალსაზრისით „წითელ ზონად“ რჩება, თუმცა შემთხვევები იმატებს თბილისსა და იმერეთშიც.

მთავარი რეკომენდაციებია: პირბადის ტარება ღია და დახურულ სივრცეში; სოციალური დისტანიის და ჰიგიენის დაცვა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები