გახარია: „არჩევნები არ გადაიდება“
19/10/2020 09:00:53 პოლიტიკა
არჩევნები არ გადაიდება,– ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით ვაი პოლიტიკოსები და ექსპერტები ცდილობენ პანიკის დათესვას, რასაც საფუძველი არ გააჩნია.
გახარია ამბობს, რომ საარჩევნო უბნებზე წესები სრულად იქნება დაცული.
„არ იარსებებს ეპიდემიოლოგიური რისკი. საარჩევნო კამპანია ღიად მიმდინარეობს, უბრალოდ უნდა დავიცვათ წესები.
უნდა მოვემზადოთ 31 ოქტომბრისთვის. არჩევნების დღეს და პოლიტიკლურ პროცესს არაფერი ემუქრება და ვერც დაემუქრება. ღიად და ტრანსფარენტულად უნდა ჩავატაროთ ეს არჩევნები“,– დასძინა გახარიამ.


