გახარია რიგი მიმართულებებით ხარვეზების არსებობას აღიარებს
19/10/2020 09:18:07 პოლიტიკა
პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ხარვეზების არსებობას აღიარებს, თუმცა აცხადებს, რომ მათ აღმოსაფრხვრელად მუშაობა მიმდინარეობს.
„პროცესს ვუყურებთ. რა თქმა უნდა, ეს არის საგანგებო მდგომარეობა, მათ შორის ჯანდაცვის სისტემისთვისაც. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჯანდავის სისტის და ჩვენი ქვეყნის სხვა რესურსებიც ამოუწურავი არაა. ჩვენი მთავარი მიზანია, მსგავსმა შემთხვევებმა არ მიიღოს სისტემური ხასიათი. როგორც კი ამას ვხედავთ, მომენტალურად გვაქვს რესურსი, გამოვასწოროთ. ეს მოგვიწევს. არავის ეგონოს, რომ ეს ერთ კვირიანი ან თვიანი გამოწვევა იქნება. ეს იქნება გრძელვადიანი გამოწვევა და და ეს კიდევ უფრო მეტ გაურკვევლობას შეიტანს ჩვენი სხვადასხზვა ინსტიტუტების მუშაობაში და ბევრგან მოგვიწევს ჩართვა, იმისთვის, რომ ხარვეზები გავასწოროთ. ამიტომაა, რომ შტაბი 24–საათიანი რეჟიმში მუშაობს, ამიტომაა, რომ საბჭო ყოველდღიურად იმუშავებს. ეს ყველაფერი გვესმის, მთავარია პროგრესი დავინახოთ და ამას ვხედავთ ტესტირების ნაწილში. არის გარკვეული ხარვეზები და ამას მეც ვაღიარებ ქოლ–ცენტრების ნაწილში, იქაც უფრო გასასწორებელია, ისევე როგორც ლოჯისტიკურად – ინფიცირებულების ან მათი ახლო კავშირების გადაადგილება... ამ ხარვეზების აღმოფხვრა ყოველდღიურად მიმდინარეოპბს და ეს გაგრძელდება“,– განაცხადა გახარიამ.
როგორც გახარია ამბობს, 112–ში შეტყობინებები ათიათასობითაა გაზრდილი, მიმდინარეობს რესტრუქტურიზაცია და ხარვეზის სრულად აღმოფხვრას ერთი კვირა მაინ დასჭირდება.
რაც შეეხება ინფიცირებული პაიენტების კლინიკებში გადაყვანის პროცესში შეფერხებებს, მისი თქმით, შესაძლოა რამდენიმე მიზეზით იყოს განპირობებული, მათ შორის, პაციენტები ზოგჯერ კონკრეტულ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ, რასაც სისტემა შესაძლებლობების ფარგლებში ითვალისწინებს, ხოლო მათ, ვისაც ჰოსპიტალიზება არ სჭირდება და მაინც ითხოვენ, უნდა ესმოდეთ, რომ ამით რისკს სხვას – საჭიროების მქონე პაციენტს უქმნიან.
გახარია ირწმუნება, რომ თავად საწოლფონდის პრობლემა არ არსებობს.
მანამდე გახარიამ განაცხადა, რომ რიგი პოლიტიკოსები და ექსპერტები პანიკის დათესვას ცდილობენ, რისი საფუძველიც არ არსებობს:
„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის, ისევე როგორც ექსპერტის მხრიდან ვრცელდება ცრუ ინფორმაციები და ამ ცრუ ინფორმაციების აშკარა მიზანი არის ელემენტარული უსაფუძვლო პანიკის დათესვა მოსახლეობაში, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. პანიკის დათესვა ახლა არის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება პასუხისმგებლიანმა მოქალაქემ ქვეყანას დამართოს, თან სრულად უსაფუძვლო პანიკის. ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენი ერთობლივი ბრძოლა წარმატებული იყო იმიტომ, რომ ჩვენ კონსოლიდირებულად, ერთიანად ვიბრძოდით რამდენიმე ფრონტზე“
გახარია ამბობს, რომ მთავრობა ლოკდაუნის გამოცხადებას აღარ აპირებს, რადგან ამის აუცილებლობას ვერ ხედავს, ხოლო ეკონომიკა მსგავს შეზღუდვებს ვეღარ გაუძლებს.
„დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო თახმდება იმაზე, რომ ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტიანი საშუალება არის პირბადე, რომელიც 90 პროცენტზე მეტად ამცირებს დაინფიცირების ალბათობას, რა თქმა უნდა, ჩვენ მსგავს ლოკდაუნს უკვე აღარ გამოვაცხადებთ, ამის აუცილებლობა არ არსებობს და ქვეყანის ეკონომიკა უბრალოდ ამას ვერ გაუძლებს. ამიტომ, ყველას უნდა გვესმოდეს, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ვხედავთ, ხვალ და ზეგ ვაქცინა არ იქნება, ვირუსთან თანაცხოვრება და ბრძოლა გრძელვადიანი პროცესია. შესაბამისად, ამ გრძელვადიანობიდან გამომდინარე, ჩვენი სტრატეგია იცვლება, რაც გახლავთ ვირუსთან ადაპტაცია და მისი მართვა. შესაბამისად, ჩვენი ყველაზე სწორი მართებული გადაწყვეტილება იქნება წერტილოვანი შეზღუდვები და ბალანსის სწორი დაჭერა“.
იხილეთ ასევე: რას ყვებიან COVID-19–ით ინფიცირებული პაციენტები და მათი ახლობლები


