Accentnews.ge
დაექვითებათ თუ არა თვითიზოლაციაში მყოფ პირებს ხელფასები

დაექვითებათ თუ არა თვითიზოლაციაში მყოფ პირებს ხელფასები

19/10/2020 10:12:01 პოლიტიკა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თვითიზოლაციის საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია გადაეცემა.

კითხვაზე, რომ ხშირია შემთხვევები, როცა საჯარო სამსახურში დასაქმებულ თვითიზოლაციაში მყოფ პირებს ხელფასი სრულად არ ერიცხებათ და როგორ უნდა იყოს ეს რეგულირებული, მინისტრი პასუხობს, რომ ასეთ შემთხვევაში მოქალაქეს თვითიზოლაცია საპატიო მიზეზად ეთვლება.

„თვითიზოლაციის კომპონენტი არახალია და ჩვენ გავცემთ დამადასტურებელ დოკუმენტაციას, რომ ამ ადამიანს ეკუთვნოდა თვითიზოლაცია და შესაბამისად ეს ჩაეთვლება მას საპატიო მიზეზად“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S