Accentnews.ge
„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი აცხადებს, რომ ემუქრებიან

„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი აცხადებს, რომ ემუქრებიან

20/10/2020 11:40:32 პოლიტიკა

მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის სოსო ჯაჭვლიანის ცოლი აცხადებს, რომ მის ოჯახს ემუქრებიან. კერძოდ, როგორც ირმა ფირცხალაიშვილმა „ფორმულას“ უამბო, სადარბაზოსთან ნიღბიანი პირი დახვდა და ურჩია, რომ მისმა ქმარმა „ერთი ადგილი დააყენოს“, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოჯახს პრობლემები შეექმნება.

ოჯახი აღნიშნულს მკლავჭიდის ფედერაციაში მიმდინარე პროცესს უკავშირებს. როგორც სოსო ჯაჭვლიანი აცხადებს, დედაქალაქის მერის კახა კალაძის ცოლის ძმა გიორგი არეშიძე მას დაემუქრა და თანამდებობის დატოვება მოსთხოვა.

"ერთი ადამიანის პირით შემომითვალა გიორგი არეშიძემ მე, რომ „საერთოდ თავი დაანებე“[ფედერაციას]. მართალი ხარ თუ მტყუანი, ტელევიზიები ჩვენი არის და შავ პიარს აგიგორებთო“. მერე გახსოვთ, რაც მოხდა – გამგეობის სხდომა ტარდებოდა, იქ შემოვარდნენ, იყო წივილ-კივილი, ვითომ ამ გამგეობის ჩაშლა უნდოდათ. ამ თემაზე მე საერთოდ არ ვილაპარაკებდი, მაგრამ მოთმინების ფიალა ივსება იქ, როცა ოჯახის წევრს, თან ქალს, მეუღლეს ვიღაც ქუჩაში დახვდება და დაემუქრება", - განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.

თავად კალაძე ჯაჭვლიანის ბრალდებებს სისულელეს უწოდებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S