დეკანოიძე: „ბებიის და ბაბუის საფლავზე ვდებ პირობას, რომ ქვეყანას ოლიგარქისგან გავათავისუფლებთ“
20/10/2020 14:28:56 პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ–ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე მოსახლეობას დაპირდა, რომ 31 წლის საპარლამენტო არჩევნებით ხელისუფლება შეიცვლება.
მან მოქალაქეებს გიორგი კაპანაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
"აქ, სულ ერთ კილომეტრში, არის ჩემი საყვარელი ბებიისა და ბაბუის საფლავი. აქ გავატარე მთელი ბავშვობა. რა მინდა გითხრათ დღეს და ის სხივი მოგცეთ, რომელიც გულიდან მაქვს, 31 ოქტომბერს ამ ქვეყანაში შეიცვლება ის უკუსვლა, რომელიც მთელი ამ წლების მანძილზე იყო... 31-ში ის დღე, როდესაც საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაული, ზუგდიდი, ბათუმი, თბილისი, გლდანი, ისანი, ყველა ერთად გავიმარჯვებთ სიღარიბეზე, გაჭირვებასა და კორუფციაზე, ჩვენი სამშობლოსთვის გავიმარჯვებთ... პირობას ვდებ ჩემი ბებიის და ბაბუის საფლავზე, რომ ამ ქვეყანას გავათავისუფლებთ იმ ოლიგარქისგან, რომელმაც მოიკალათა ყველგან. მაგის სამშობლო არ არის, ჩვენი სამშობლოა", - განაცხადა დეკანოიძემ საჩხერეში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე.


