ვაშაძე განმარტავს, საარჩევნო კლიპში რატომ მოძრაობენ ჩქარა
20/10/2020 14:58:35 პოლიტიკა
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი და პარტიის პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე განმარტავს, პარტიის საარჩევნო კლიპში ის და მისი თანაგუნდელები რატომ გადაადგილდებიან სწრაფი სვლით.
"ბევრი ამბობს, ჩვენს კლიპში ასე სწრაფად რატომ დავდივართ. მე გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ასე გამოვიდა. არავის არ დაუგეგმავს წინასწარ, რომ ჩვენ სწრაფად უნდა გვევლო. ერთი დღე იმაზე ვმსჯელობდით, პირიქით, ხო არ შევანელოთ კადრი-თქო. იცით რატო მივდივართ სწრაფად? აი, ასეთი სწრაფი ტემპი სჭირდება განვითარება, სხვა შემთხვევაში ჩვენ ვერ გავარღვევთ გაჭირვების მოჯადოებულ წრეს, რომელიც ამ ქვეყანაშია", - თქვა ვაშაძემ თაკო ჩარკვიანის საბურთალოს უბანში წარდგენისას.


