Accentnews.ge
თბილისის 104 საბავშვო ბაღი 6 დღით დაიკეტება

თბილისის 104 საბავშვო ბაღი 6 დღით დაიკეტება

20/10/2020 16:25:17 პოლიტიკა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, 104 საბავშვო ბაგა-ბაღი, რომელთა შენობებშიც საარჩევნო უბნებია განთავსებული, 28 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით არ იმუშავებს. გადაწყვეტილება 31 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.

საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, არჩევნების მეორე დღეს - 2 ნოემბერს ყველა ასეთ ბაღში ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები და 3 ნოემბერს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესი განახლდება.

სააგენტოს ცნობით, თბილისში ამჟამად, 183 საბავშვო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, რომელთაგან 104-ში საარჩევნო უბნებია განთავსებული. უწყების განცხადებითვე, სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტის მიუხედავად, ბაღებში საარჩევნო კომისიები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S