Accentnews.ge
"თავისუფალმა დემოკრატებმა" არჩევნებიდან 4 კანდიდატი მოხსნეს

"თავისუფალმა დემოკრატებმა" არჩევნებიდან 4 კანდიდატი მოხსნეს

21/10/2020 10:19:18 პოლიტიკა

"თავისუფალმა დემოკრატებმა" საპარლამენტო არჩევნებიდან მაჟორიტარი-დეპუტატობის 4 კანდიდატი მოხსნა. პარტიის გენერალური მდივნის ემზარ კაკულიას განცხადებით, თბილისში "თვისუფალ დემოკრატების" მაჟორიტარობის კანდიდატი მხოლოდ ერთ, საბურთალოს ოლქში იქნება წარმოდგენილი.

გადაწყვეტილების მიზეზად კაკულია დაბალ მხარდაჭერას ასახელებს.

მისი თქმით, პარტიაში მხარდაჭერის სტატისტიკას აკვირდებოდნენ და იქ სადაც მათი მონაცემებით გამარჯვების შანსი ნაკლები იყო კანდიდატების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს.

"თავისუფალი დემოკრატები" პარლამენტში მოხვედრას და გამარჯვების მოპოვებას პროპორციული წესით შეეცდებიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S