Accentnews.ge
კობახიძე – ზუგდიდში თავდასხმის გაშუქებაზე: "ზოგიერთი მედიის ქმედება სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს"

კობახიძე – ზუგდიდში თავდასხმის გაშუქებაზე: "ზოგიერთი მედიის ქმედება სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს"

21/10/2020 14:37:59 საშინაო პოლიტიკა, სამართალი

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში განხორციელებული თავდასხმის გაშუქება, ზოგიერთ მედიაგამოცემაში, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

"საგანგაშო და გამაოგნებელია კონკრეტული მედიასაშუალებების ქმედებები, რომელთა ნაწილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავს. გამაოგნებელია, როდესაც მედიასაშუალების წარმომადგენელი პირდაპირ ეთერში აწარმოებს მოლაპარაკებებს ამ ტიპის დანაშაულის ჩამდენ პირთან. ამ მოლაპარაკებების დეტალები კიდევ უფრო გამაოგნებელია, რაზეც დღეს თქვენს ყურადღებას აღარ შევაჩერებ", - განაცხადა კობახიძემ პრეს–კონფერენციაზე და არ დაუკონკრეტებია რომელ მედიასაშუალებებს გულისხმობდა. თუმცა მოგვიანებით, მან შემდეგი განაცხადა:

„როდესაც ასეთი ვითარებაა და 19 ადამიანია გასათავისუფლებელი და თქვენი, „გლავ-კანალის“ და „პერვი კანალის“ ჟურნალისტი მიდის პრემიერთან და ეკითხება დანაშაულის სტატისტიკის შესახებ, ეს არის სირცხვილი".

ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა მედიასაშუალებებს გათიშონ, ან შეზღუდონ ლაივ–სიგნალი. უწყების თქმით, დამნაშავის პირდაპირ ეთერში ჩართვა საფრთხეს უქმნის სამართალდამცავი სტრუქტურების მოქმედებას და ღონისძიების ეფექტიანობას.

ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიარაღებული პირი დაახლოებით 14:00 სთ–ზე შეიჭრა და მძევლები აიყვანა. თავდამსხმელი 500 000 აშშ დოლარს და უსაფრთხოდ გასვლის გარანტიებს ითხოვს.

იხილეთ ასევე: "ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" მოუწოდებს კოლეგებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ პირდაპირ ეთერში კრიმინალური ისტორიის გაშუქებას

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S