Accentnews.ge
"ყველაფერი გავაკეთეთ, რომ დაგვეკავებინა, მაგრამ მანქანიდან გადავიდა და მიიმალა"

"ყველაფერი გავაკეთეთ, რომ დაგვეკავებინა, მაგრამ მანქანიდან გადავიდა და მიიმალა"

22/10/2020 14:04:11 სამართალი

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური გუშინ სამეგრელოში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, შს სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დამნაშავე დაეკავებინა, თუმცა, ეს ვერ მოხერხდა. მძევლებთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ავთანდილ ავთანდილ გალდავასთან ერთად მანქანით რამდენიმე საათიანი გადაადგილების შემდეგ დამნაშავე მანქანიდან გადავიდა და მიიმალა.

„ყველაფერი გავაკეთეთ ჩვენმა სამინისტრომ, ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ არავინ დაშავებულიყო. ჩვენი პირველი ამოცანა იყო, რაც დავისახეთ და ეს ხელმძღვანელობასთანაც შეთანხმებული იყო, შეთანხმეული იყო ბატონ პრემიერთანაც, დავალება იყო, რომ არავინ დაშავებულიყო. ყველაფერი გავაკეთეთ. ეტაპობრივად იყო ადამიანების გამოშვება - ჯერ 14, შემდეგ 7, შემდეგ 9 კაცი და ა.შ. რაც მთავარი იყო, ჩვენი თანამშრომელი მივიდა. შევთავაზეთ გაყოლა, მაგრამ მან უარი გვითხრა. შემდეგ ერთ ადამიანზე დაგვთანხმდა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ავთო გალდავას, რომელმაც თავისი სიცოცხლე გასწირა, ეს არ არის მარტივი საქმე. ჩემთვისაც არ იყო მარტივი გადაწყვეტილება მიმეღო, რომ თანამშრომელი გამეგზავნა, რადგან ის ადამიანი იქიდან ცოცხალი ან დაბრუნდებოდა, ან არა. ურთულესი გადაწყვეტილება მივიღე და ჩემთვისაც მძიმე იყო. ბატონი ავთოსთვისაც რთული იყო, თუმცა ერთი წამით უარი არ უთქვამს და ნაბიჯი არ შეუდრეკია, წარბი არ შეუხრია. მანქანით რამდენიმე საათი მოძრაობდნენ, რომ მიმალულიყო. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ დაგვეკავებინა, თუმცა რთული იყო. მანქანიდან გადავიდა და მიიმალა“,- განაცხადა გომელაურმა.

ცნობისთვის: გუშინ „საქართველოს ბანკში“ მძარცველი შეიჭრა, რომელმაც 43 ადამიანი მძევლად აიყვანა და 500 ათასი დოლარი მოითხოვა. ამჟამად ყველა მძევალი თავისუფალია, ხოლო დამნაშავე მიმალული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S