Accentnews.ge
არის თუ არა იდენტიფიცირებული პირი, რომელმაც ზუგდიდში მძევლები აიყვანა – გომელაურის კომენტარი

არის თუ არა იდენტიფიცირებული პირი, რომელმაც ზუგდიდში მძევლები აიყვანა – გომელაურის კომენტარი

22/10/2020 14:13:12 პოლიტიკა

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური არ პასუხობს კითხვებს, არის თუ არა იდენტიფიცირებული თავდამსხმელი, რომელმაც ზუგდიდში მძევლები აიყვანა, რჩება თუ არა ის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერტორიაზე და მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან. „ეს გამოძიების თემაა“ – აღნიშნა კითხვების პასუხად გომელაურმა.

მან პასუხის გაცემისთან თავი გამოძიების ინტერესების მოთხოვით შეიკავა.

„საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში მძევლები 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:00 საათზე აიყვანეს. გამტაცებელმა ერთ-ერთ მძევალს რამდენიმე ტელეკომპანიაში დაარეკინა და მოთხოვნები გაახმოვანებინა. გამტაცებელს სურდა 500 ათასი დოლარი და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტია.

რამდენიმე საათში გამტაცებელმა სამ მძევალთან ერთად დატოვა ბანკი და ავტომანქანით გაემგზავრა. მძევლებს შორის იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა, რომელიც გამტაცებელს საკუთარი ნებით გაჰყვა.

რამდენიმე წუთით ადრე კი ერთ-ერთმა მძევალმა ირაკლი კვარაცხელიამ „ფეიბუკზე" დაწერა, რომ პოლიციის წარმომადგენლებმა გამტაცებელთან ფული მიიტანა.

შსს აცხადებდა, რომ ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ აყვანილი 43 მძევალი გათავისუფლებულია.

რამდენიმე საათში გამტაცებელმა დანარჩენი მძევლები, მათ შორის, სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა გაათავისუფლა.

უკვე ყოფილმა მძეველმა ლაშა შენგელიამ „რუსთავი 2“-ს უთხრა, რომ ისინი სიბნელეში, მისთვის უცნობ ადგილზე გაათავისუფლეს. შენგელია ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს. ის ადასტურებს, რომ გამტაცებელს ხელყუმბარა ჰქონდა. ლაშა შენგელიას ინფორმაციით, გამტაცებელი მიიმალა.

22 ოქტომბერს შს მინისტრმა განაცხადა, რომ ყველაფერი გაკეთდა დამნაშავის დასაკავებლად, თუმცა ის მიიმალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S