Accentnews.ge
გომელაური შამბას პასუხობს

გომელაური შამბას პასუხობს

22/10/2020 14:23:35 პოლიტიკა

თუ გადმოგვცემენ, კარგი იქნება,– ასე ეხმიანება შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის სერგეი შამბას მზაობას, თუ ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელი გადავა აფხაზეთში, ის ქართულ მხარეს გადმოსცენ.

„თუ გადავა იქით და თუ გადმოგვცემენ, კარგი იქნება. მაგრამ ჯერ ვნახოთ, გადავა თუ არა“,– განაცხადა მინისტრმა, თუმცა არ უთქვამს, არსებობს თუ არა აფხაზურ მხარესთან კომუნიკაცია.

მინისტრმა გამოძიების დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, მათ შორის, არ დაუზუსტებია, ინდენტიფიცირებულია თუ არა თავდამსხმელი, იყო თუ არა ის მარტო და დატოვა თუ არა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია.

მინისტრმა თქვა, რომ გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S