Accentnews.ge
ლევან დავითაშვილი:"აგროდაზღვევა ჩვენი ხელისუფლების მიერ დაწყებული ერთ-ერთი წარმატებული პროგრამაა"

ლევან დავითაშვილი:"აგროდაზღვევა ჩვენი ხელისუფლების მიერ დაწყებული ერთ-ერთი წარმატებული პროგრამაა"

22/10/2020 17:25:27 პოლიტიკა

"აგროდაზღვევა ჩვენი ხელისუფლების მიერ დაწყებული, ერთ-ერთი წარმატებული პროგრამაა, რომელიც კერძო სადაზღვევო კომპანიების მეშვეობით ვითარდება და ფერმერების რისკებს მნიშვნელოვანწილად ამცირებს” - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თელავში, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სოფლის მეურნეობის პროგრამული მიმართულების წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით პროგრესი ყოველწლიურადაა.

„მნიშვნელოვანი გარღვევა გვექნება მომდევნო 4 წლის განმავლობაში, გაიზრდება თანადაფინანსებული ფართობები, შესაბამისად საქართველოში 82,000 ჰექტარზე მეტი არსებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაფინანსებას მოვახდენთ, რისი სადაზღვევო თანხა 600 მლნ ლარს უნდა აღემატებოდეს, ამისთვის ბიუჯეტში 40 მლნ ლარზე მეტია გამოყოფილი“ - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, „აგროდაზღვევის“ პროგრამის დაწყებიდან - 2014 წლიდან დღემდე გაცემულია 114,000 პოლისზე მეტი. დაზღვეული ფართობი 100,000 ჰექტარს აჭარბებს. Attachments area ReplyReply allForward

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S