Accentnews.ge
ოქრუაშვილი: „დარწმუნებული ვარ, დილეტანტი იყო“

ოქრუაშვილი: „დარწმუნებული ვარ, დილეტანტი იყო“

22/10/2020 18:17:15 სამართალი

შს და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ამჟამად „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი დარწმუნებულია, რომ „საქართველოს ბანკში“ არა პროფესიონალი სამხედრო, არამედ „დილეტანტი“ შეიჭრა და მან გეგმის განხორციელება „სისტემის უსუსურობის“ გამო შეძლო.

არგუმანტად მან ერთ დეტალზე გაამახვილა ყურადღება.

„ძალიანაც ნუ გამოიდებენ თავს ექსპერტები, „მომზადებული იყოო“: როდესაც გოგოლაჭებიან სკამზე ზიხარ, ფეხი ზემოდან [სკამის საყრდენზე] გიდევს, ვღაცამ ფეხი რომ გკრას, სადღაც აღმონდები, პროფესიონალი არ ხარ. არც ერთი ფსიქოლოგი არ ჰყავდათ მოლაპარაკებაში ჩართული. დილეტანდი იყო დარწმუნებული ვარ, უბრალოდ სისტემის უსუსურობის გამო გაუვიდა“,– განაცხადა ოქრუაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში და განმარტა, რომ ამ გასკვნის საფუძველს საკუთარი გამოცდილება აძლებს.

მისივე თქმით, მსგავს ვითარებასთან პროფესიული კარიერის მანძილდე ორჯერ ჰქონდა შეხება.

ოქრუაშვილმა ხელმყუმბარაზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც თავდამსხმელს თან ჰქონდა.

„არავინ იცის ხელყუმბარა ნამდვილი იყო თუ არა“,– დასძინა ოქრუაშვილმა.

თავდასხმა „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე 21 ოქტომბერს მოხდა. თავდამსხმელმა ნახევარი მილიონი დოლარი და უსაფრთხო დერეფანი მოითხოვა. 22 ოქტომბრის მდგომარეობით, 43 მძევალი თავისუფალია, თავისუფალია თავდამსხმელი და გატაცებულია თანხა. გომელაურმა დღეს დააზუსტა, რომ მძარცველს „საქართველოს ბანკის“ ფული მიუტანეს.

იხილეთ ასევე: ვინ აიყვანა ზუგდიდში მძევლები – სამხედროს ანალიზი

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S