Accentnews.ge
ყოფილი მძევალი, რომელმაც ბანკის შენობა თავდამსხმელთან ერთად დატოვა, 21 ოქტომბრის მოვლენებს ყვება

ყოფილი მძევალი, რომელმაც ბანკის შენობა თავდამსხმელთან ერთად დატოვა, 21 ოქტომბრის მოვლენებს ყვება

22/10/2020 19:58:38 სამართალი

ლაშა შენგელია, რომელიც ერთ-ერთია იმ 4 მძევლიდან, რომლებთან ერთადაც „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა ბანკის ტერიტორია პოლიციის ავტომობილით დატოვა, ფიქრობს, რომ თავდამსხმელმა არ იცოდა, სად წასულიყო.

„მე სადაც გეტყვით იქ წადით, თუ არადა, გავხსნი ხელყუმბარასო“, – ხელში ეჭირა და ხელიდან ხელში გადაჰქონდა. თვითონაც კონკრეტულად არ იცოდა, სად წასულიყო. ერთხელ გვითხრა, „წადით წალენჯიხისკენო“, წავედით, მერე „იქით გადავუხვიეთ“ - გადმოვუხვიეთ. აკვირდებოდა, ვინმე მოსდევდა თუ არა უკან, მაგრამ ბატონი ავთო გალდავა პირდებოდა, ყველანაირად ეცადა, დაერწმუნებინა ეს კაცი, რომ არ მოსდევდა არავინ. ბოლოს ჩავიდა ეს კაცი, დაიბარა, რომ „მიბრძანდით მანქანით, მე აქ ვიქნები, ერთი გამოიხედავთ ან რამე და გესვრითო“, - აღნიშნავს შენგელია „კურიერთან“ ინტერვიუში.

მისივე თქმით, ბანკიდან წამოსვლამდე თავდამსხმელმა მძევლებს თავად მისცა არჩევანის გაკეთების საშუალება, ვინ წავიდოდა მასთან ერთად.

ინფორმაციისთვის: ანალოგიური ინფორმაცია მიაწოდა ჟურნალისტებს კიდე ერთმა მძევალმა ირაკლი კვარაცხელიამ. მისი ცნობით, თავდამსხმელს მძევლები არ დაუტოვებია: არც წყალი დაულევია, არ მოუწევია სიგარეტი, საპირფარეშოთი არ უსარგებლია. ამასთან, ამბობს, რომ ქართულად საუბრობდა, თუმცა მძევლების მიერ მეგურლ ენაზე მიმართვაზე, მეგრულად უპასუხა.

„მაგან [თავდამსხმელმა] გვითხრა, „ვინ მოდიხართ ჩვენთანო“. ბატონი ავთოს გარდა უნდა ყოფილიყო კიდევ სამი მძევალი და ჩვენ თვითონ გამოვხატეთ სურვილი, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ქალები იყვნენ. შეგვბოჭა და ისე ჩაგვსვა მანქანაში. საჭესთან ერთ-ერთი მძევალი იჯდა “, - იხსენებს შენგელია.

მისივე თქმით, თავდამსხმელი ბანკში ყველანაირად ცდილობდა კვალი არ დაეტოვებინა.

„სიგარეტის მოწევის ნებასაც გვრთავდა. რომ ვკითხე, „სიგარეტს არ ეწევითქო?“, „კიო, მაგრამ ახლა მე აქ არ შემიძლიაო“ – ანუ ყველანაირად იცავდა იმ ზომებს, რომ რაიმე კვალი არ დაეტოვებინა“, - აღნიშნავს შენგელია.

თავდასხმა „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე 21 ოქტომბერს მოხდა. თავდამსხმელმა ნახევარი მილიონი დოლარი და უსაფრთხო დერეფანი მოითხოვა. 22 ოქტომბრის მდგომარეობით, 43 მძევალი თავისუფალია, თავისუფალია თავდამსხმელიც და გატაცებულია თანხა. გომელაურმა დღეს დააზუსტა, რომ მძარცველს „საქართველოს ბანკის“ ფული მიუტანეს.

იხილეთ ასევე: ხვიბლიანი თავდამსხმელთან კავშირს უარყოფს

ყოფილი მძევალი იხსენებს, რა ხდებოდა ბანკში მძევლების გათავისუფლებამდე

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S